
ომის 57–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
21/04/2022 08:06:48 ევროპა
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი პირადი შემადგენლობის კუთხით 21 000–ს აღწევს, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
უწყების ცნობით, რუსეთის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 21 აპრილის ჩათვლით, სავარაუდოდ, ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 21 000ადამიანი,
- ტანკები 829,
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 2 118,
- საარტილერიო სისტემები - 393,
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 136,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 67,
- თვითმფრინავი - 172,
- ვერტმფრენები - 151,
- გემები / ნავები - 8,
- საავტომობილო ტექნიკა – 1 508,
- საწვავის ავზები - 76,
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 166,
- სპეციალური აღჭურვილობა - 27.
გენშტაბი აღნიშნავს, რომ მონაცემები ზუსტდება.