აშშ-მა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა
21/04/2022 07:52:56 მსოფლიო
აშშ-მა რუსეთს სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. ახალ სასანქციო სიაში კრიპტოვალუტის მომპოვებელი რუსი მაინერები და ოლიგარქ კონსტანტინ მალოფევის ბანკი და კომპანიები მოხვდნენ.
სასანქციო ასევე ფიგურირებენ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქსენია იუდაევა და ბანკ „ოტკრიტიეს“ ხელმძღვანელი მიხაილ ზადორნოვი.
რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს.


