Accentnews.ge
ჯონსონი: „პუტინთან მოლაპარაკება ფეხზე ჩაფრენილ ნიანგთან ვაჭრობას ჰგავს“

ჯონსონი: „პუტინთან მოლაპარაკება ფეხზე ჩაფრენილ ნიანგთან ვაჭრობას ჰგავს“

21/04/2022 07:06:08 ევროპა, მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი თვლის, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება, სავარაუდოდ, წარუმატებელი იქნება, რადგან, მისი ხედვით, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება ჰგავს ვაჭრობას „ნიანგთან, რომელიც ფეხზე გყავს ჩაფრენილი“,– იუწყებიან Reuters და BBC–ს რუსული სამსახური.

ოთხშაბათს ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუტინს მოუნდება უკრაინასთან რეალური მოლაპარაკებები, თუ მიაღწევს მათ ძალის პოზიციიდან წარმართვას და ამ შემთხვევაში, მან შესაძლოა, კვლა სცადოს კიევის აღება.

რაც შეეხება ზელენსკის განზრახვებს, ჯონსონი ამბობს, რომ მას აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსული ჯარების განდევნა სურს, მაგრამ შესაძლოა, დასთანხმდეს მოლაპარაკებებს ყირიმთან დაკავშირებით.

„რთულია ნახვა, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინელებს ახლა მოლაპარაკების წარმოება პუტინთან კეთილსინდისიერების არ არსებობის პირობებში. მისი [პუტინის] სტრატეგია, რომელიც ნათელია, იმაში მდგომარეობს, რომ „ჩაყლაპოს“ უკრაინის რაც შეიძლება მეტი ნაწილი და შესაძლოა, რაიმე სახის მოლაპარაკება აწარმოოს ძალის პოზიციიდან.

უკრაინის პრეზიდენტის შეხედულება (თუ მას სწორად გავუგე, ხშირად ვსაუბრობთ) გახლავთ ის, რომ სურს, რუსული ჯარები განდევნონ დონეცკსა და ლუგანსკში არსებული პოზიციებიდან. ეს საკმაოდ მაქსიმალისტური პოზიციაა, მაგრამ ყირიმთან მიმართებით ასეთი მაქსიმალისტები არ არიან.

როგორ შეიძლება მოლაპარაკება ნიანგთან, როცა მას ყბაში აქვს ფეხი? ეს არის უკრაინელების წინაშე არსებული სირთულე. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ სტრატეგია, გავაგრძელოთ იარაღის მიწოდება“,– განაცხადა ჯონსონმა.

მისი თქმით, პუტინმა ნათლად თქვა, რომ მას უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის მითვისება სურს და შესაძლოა, კიევზე ახალი თავდასხმა დაიწყოს.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დასთანხმდნენ მოწოდებას, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის, მათ შორის არტილერიის მიწოდებას, რადგან რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს აღმოსავლეთ უკრაინაზე და რომ იარაღის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამასთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს, თავის ინდოელ კოლეგას მოუწოდოს, უარი თქვას ნეიტრალურ პოზიციაზე უკრაინის ომთან დაკავშირებით.

"მე უკვე ველაპარაკე ნარენდრა მოდის [ინდოეთის პრემიერი] უკრაინაზე და რეალურად, ინდოელებმა დაგმეს ის, რაც მოხდა ბუჩაში. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ისტორიული ურთიერთობა, რომელიც ინდოეთს აკავშირებს რუსეთთან. ვფიქრობ, ეს მხედველობაში უნდა გვქონდეს და უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ პუტინი, ვშიშობ, რუსეთს ძალიან ღალატობს“,– დასძინა ჯონსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S