Accentnews.ge
ლიეტუვამ უკრაინას მძიმე ნაღმმტყორცნები გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას მძიმე ნაღმმტყორცნები გადასცა

21/04/2022 06:20:39 ევროპა

ლიეტუვამ უკრაინას მძიმე ნაღმმტყორცნები გადასცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად,– იუწყება BNS- ქვეყნის თავდაცვის მინისტრ არვიდას ანუსაუსკასზე დაყრდნობით.

"უკრაინას მძიმე ნაღმმტყორცნები გადავეცით. რაოდენობას არ დავასახელებ, მაგრამ ბევრი ჩავაბარეთ", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა დასძინა, რომ ჯამში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ჯამური ათეულ მილიონ ევროს აღწევს. უკრაინაში გადატანილ იარაღებს შორის არის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ყუმბარები, საბრძოლო მასალები და ტყვიამფრქვევები.

როგორც იუწყებიან, ლიეტუვამ დაიწყო უკრაინელი სამხედროების პირველი ჯგუფის გაწვრთნა ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გამოყენებაში.

გასულ კვირას ქვეყანამ უკრაინას გადასცა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, რათა აღედგინა უკრაინული მაუწყებლობა ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S