“დიდი შვიდეული“ უკრაინისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გაწევას გეგმავს
21/04/2022 06:15:00 მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები უკრაინას 24 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გაწევას დაჰპირდნენ.
„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების 2022 წლის 14 თებერვლის განცხადებაზე დაყრდნობით, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ უკრაინას გავუწიეთ და დავპირდით მნიშვნელოვან დამატებით მხარდაჭერას, რომელიც აღემატება 24 მილიარდ აშშ დოლარს 2022 წლისთვის და მის შემდგომ, როგორც ფინანსური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით“, - ნათქვამია ფინანსთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გააგრძელებენ და გაზრდიან ზეწოლას რუსეთზე უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.
მინისტრების განცხადებით, მათ აშფოთებთ რუსეთის მონაწილეობა საერთაშორისო ფორუმებში, მათ შორის „დიდი ოცეულის“, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებზე:
„საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმხრივმა ფორუმებმა აღარ უნდა აწარმოონ თავიანთი საქმიანობა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში“.


