Accentnews.ge
რუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას, უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარით უპასუხა

რუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას, უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარით უპასუხა

21/04/2022 06:08:02 მსოფლიო

რუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის მოწოდებას უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარით უპასუხა. ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ განაცხადა.

„მოსკოველი ფიურერის პოზიცია უშიშროების საბჭოზე რამდენიმე საათის შემდეგ გაჟღერდა“, - განაცხადა კისლიცამ.

ცნობისთვის: გაეროს გენერალურმა მდივანმა ომში მონაწილე მხარეებს „სააღდგომო მშვიდობის“ დამყარება 21 აპრილიდან მართლმადიდებლურ სააღდგომო კვირამდე სთხოვა. გუტიერეშის თქმით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელს გახდიდა უფრო მეტი ადამიანის ევაკუირებას უკრაინის რაიონებიდან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კი დაშავებულთათვის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემდა. უკრაინა აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S