Accentnews.ge
"მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება"

"მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება"

20/04/2022 19:45:34 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთისგან ომის დასრულების მოლაპარაკებების ფარგლებში მიღებული დოკუმენტის პროექტი მიიღო. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"პრინციპში, ადრე ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. რა წესებია იქ: ორი გუნდი და ბურთი უნდა იყოს. აქ მეჩვენება, რომ პესკოვი ფეხბურთს საკუთარ თავს ეთამაშება. როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ, აუცილებლად ვაჩვენებთ კარში როგორ ვურტყამთ“, - დასძინა ზელენსკიმ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა "უკრაინას გადასცა დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით".

"დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებს. „ბურთი“ მათ მხარესაა. ველოდებით პასუხს",– ციტირებს პესკოვს რუსული მედია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S