პუტინმა მინისტრებს WTO-ში რუსეთის განახლებული სტრატეგიის მომზადება დაავალა
20/04/2022 18:47:06 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მინისტრებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის განახლებული სტრატეგიის მომზადება დაავალა.
"დასავლეთის მთავრობებმა დაარღვიეს WTO-ს წესები და დააწესეს პოლიტიკურად მოტივირებული იმპორტის შეზღუდვები რუსული პროდუქტებისთვის, როგორიცაა ფოლადი და სხვა ლითონები. ეს ზომები (სანქციები) ეწინააღმდეგება WTO-ს პრინციპებს, რომელთა დაცვასაც ევროპელი კოლეგები მუდმივად ადასტურებდნენ. აქედან გამომდინარე, მთავრობას დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის კომპლექსურ შეფასებას და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენი მოქმედებების განახლებული სტრატეგიის შემუშავებას ვავალებ. გთხოვთ, ეს სამუშაო 1 ივნისისთვის დაასრულოთ", – განაცხადა პუტინმა.


