Accentnews.ge
СБУ: "აღმოვაჩინეთ საწყობი, სადაც 200მლნ დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ინახებოდა, მასალების გადაცემას რუსებისთვის აპირებდნენ"

СБУ: "აღმოვაჩინეთ საწყობი, სადაც 200მლნ დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა ინახებოდა, მასალების გადაცემას რუსებისთვის აპირებდნენ"

20/04/2022 18:30:07 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, აღმოაჩინეს საიდუმლო საწყობი, რომელშიც 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალები ინახებოდა.

СБУ–ს ცნობით, აღმოჩენილი აღჭურვილობა მოპარული იყო სამხედრო არსენალიდან, საწყობის მფლობელები კი რუსეთის საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას და მასალების გადაცემას აპირებდნენ.

"საბრძოლო მასალები უკვე გადაეცა უკრაინულ ჯარებს. საწყობში აღმოჩენილია 60 სატანკო ძრავა, დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები და 26 ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტა", – აცხადებენ СБУ–ში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ დამნაშავეების ვინაობა დადგენილია და მათ დასაკავებლად შესაბამისი ნაბიჯები იდგმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S