Accentnews.ge
პენტაგონის წარმომადგენელი – უკრაინაში გასაგზავნი "ჰაუბიცის" ტყვიების პარტია ევროპაში უკვე ჩავიდა

პენტაგონის წარმომადგენელი – უკრაინაში გასაგზავნი "ჰაუბიცის" ტყვიების პარტია ევროპაში უკვე ჩავიდა

20/04/2022 18:25:46 მსოფლიო

უკრაინაში გასაგზავნი "ჰაუბიცის" ტყვიების პარტია ევროპაში უკვე ჩავიდა, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ტყვიების პარტიები აშშ–მა ევროპაში გუშინ და დღეს გაგზავნა და უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პარტიის ჩატანა იგეგმება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარალელურად, ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში 50-მდე უკრაინელის წვრთნა მიმდინარეობს, როგორ გამოიყენონ ჰაუბიცა.

როგორც აშშ–ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი აცხადებს, გაწვრთნილი უკრაინელები შეძლებენ ქვეყანაში დაბრუნებასა და თავიანთი გამოცდილების თანამებრძოლებისთვის გაზიარებას.

იხილეთ ასევე: 11 შვეულმფრენი, 18 ჰაუბიცა, 200 ჯავშანტრანსპორტიორი: რას ითვალისწინებს აშშ–ის დახმარების ახალი პაკეტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S