Accentnews.ge
91 წლის ქალი, რომელიც ბავშვობაში ნაცისტურ ოკუპაციას გადაურჩა, მარიუპოლში, სარდაფში გარდაიცვალა

91 წლის ქალი, რომელიც ბავშვობაში ნაცისტურ ოკუპაციას გადაურჩა, მარიუპოლში, სარდაფში გარდაიცვალა

20/04/2022 17:53:47 მსოფლიო

რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ადგილობრივი მაცხოვრებელი ვანდა ობიედკოვა, რომელიც ბავშვობაში ნაცისტურ ოკუპაციას გადაურჩა, – იუწყება აუშვიცის (ოსვენციმი) მემორიალური მუზეუმი.

„ათი წლის ასაკში ვანდა სემიონის ასული ობიედკოვა გერმანულ ოკუპაციას გადაურჩა მარიუპოლის სარდაფში დამალული. 81 წლის შემდეგ იგი ამავე ქალაქის სარდაფში გარდაიცვალა, როცა რუსეთის ჯარებს ემალებოდა“, - ნათქვამია მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S