Accentnews.ge
"უკრაინის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება"

"უკრაინის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება"

20/04/2022 17:41:36 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.

მისი თქმით, კიევი ამ ბრძოლაში მარტო არ არის.

„თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.

ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S