
Nissan წილის გაყიდვას აპირებს
19/09/2019 05:28:26 სხვა, მსოფლიო
ავტომწარმოებელის შვილობილი კომპანია Nissan Trading Corporation, რომელიც სატრანსპორტო ნაწილების წარმოებით არის დაკავებული, შესაძლოა, დაახლოებით, 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდეს. ოფიციალური განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით Nissan-ში ჯერ არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ Nissan ბოლო პერიოდში სუსტ გაყიდვებს უჩივის. პირველ კვარტალში, Toyota–ს შემდეგ, იაპონიის ნომერ მეორე ავტომწარმოებელს მოგება ფაქტობრივად, არ უფიქსირდება. ოპერატიული მოგება კი, იანვრიდან მარტამდე, თითქმის 99%-ით დაეცა, რაც 13.3 მილიონ ევროს ექვივალენტს შეადგენს.
მთლიანობაში, კონცერნის მოგება 95%-ით დაეცა. გაყიდვები კი, 12,7%-ით შემცირდა. Nissan- ს უახლოეს პერიოდში 140,000 სამუშაო ადგილიდან 12,500 შემცირებასაც აპირებს.