Accentnews.ge
მედია  – რუსეთმა დონბასში სირიიდან და ლიბიიდან 20 000-მდე დაქირავებული მებრძოლი გაგზავნა

მედია  – რუსეთმა დონბასში სირიიდან და ლიბიიდან 20 000-მდე დაქირავებული მებრძოლი გაგზავნა

20/04/2022 15:46:01 მსოფლიო

რუსეთმა დონბასზე შეტევაში მონაწილეობის მისაღებად სირიიდან, ლიბიიდან და სხვა ქვეყნებიდან 20 000-მდე დაქირავებული მებრძოლი გაგზავნა, - იუწყება The Guardian ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

"რაც შემიძლია, გითხრათ არის ის, რომ ჩვენ ნამდვილად ვნახეთ გადაადგილება ამ ტერიტორიებიდან, სირიიდან და ლიბიიდან, დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში და ეს ბიჭები ძირითადად საზარბაზნე ხორცად გამოიყენებიან უკრაინის წინააღმდეგ. ესენი არიან ქვეითები. მათ არ აქვთ მძიმე ტექნიკა", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მისივე ინფორმაციით, დაქირავებულ სირიელებს სთავაზობდნენ 600 -დან 3 000 დოლარამდე უკრაინაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის, მათი წოდებისა და გამოცდილების მიხედვით.

ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S