"მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა"
20/04/2022 15:34:38 მსოფლიო
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც ჩაერთონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
„არსებობდა გარკვეული იმედი, რომ რუსეთი საშუალებას მისცემდა მოქალქეებს და დაჭრილ მებრძოლებს, დაეტოვებინათ მარიუპოლი. ეს თუ მოხდება, მაშინ ამ პროცესში ჩართული იქნებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც“, –აღნიშნა ნულანდმა.
მისი თქმით, მარიუპოლის ალყა "ომის სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე მეტყველებს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სჩადის".


