შარლ მიშელი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
20/04/2022 15:30:36 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მიშელთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება და ისაუბრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებელი კითხვარის პასუხების შესაბამისობაზე.
"უკრაინის დიდი მეგობარი ევროპული საბშჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევშია" - წერს ზელენსკი.


