Accentnews.ge
ხერსონში პრორუსი ბლოგერი მოკლეს — მედია

ხერსონში პრორუსი ბლოგერი მოკლეს — მედია

20/04/2022 14:37:14 ევროპა, მსოფლიო

უკრაინული მედია წერს, რომ ხერსონში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს პრორუსი ბლოგერი ვალერი კულეშოვი.

როგორც მედია აღნიშნავს, კულეშოვი აქტიურად თანამშრომლობდა რუს ოკუპანტებთან და ქალაქის საოკუპაციო პოლიციის უფროსის თანამდებობის დაკავებაზაც სურდა.

მკვლელობის ფაქტი ჟურნალისტებს ადგილობრივებმა და მოკლულის მეგობრებმა დაუდასტურეს. როგორც ირკვევა, ის საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

მედია წერს, რომ ის 2015 წლამდე პოლიციაში დეტექტივად მუშაობდა, შემდეგ გამომძიებლად. კულეშოვმა სოციალურ ქსელებში აქტიურობა 2016 წელს დაიწყო, ამავდროულად დაიწყო თანამშრომლობა კირილ სტრემუსოვთან, რომელიც რუსეთის შემოჭრის შემდეგ ღიად უჭერს მხარს ოკუპანტებს.

ომის დროს კულეშოვი პირდაპირ ეთერში გადადიოდა ბრძოლის ველებიდან. ხერსონის ოკუპაციის შემდეგ მოხალისე გახდა. დამპყრობლები, სხვა მოხალისეებისგან განსხვავებით, მას არ შეხებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S