Accentnews.ge
„ქვეყანა ჩაძირულია ნეპოტიზმში, მლიქვნელობასა და მონობაში" - სანქცირებული რუსი მილიარდერი

„ქვეყანა ჩაძირულია ნეპოტიზმში, მლიქვნელობასა და მონობაში" - სანქცირებული რუსი მილიარდერი

20/04/2022 14:17:42 მსოფლიო

სანქცირებულმა რუსმა მილიარდერმა, ოლეგ ტინკოვმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დასავლეთ "მასობრივი ხოცვის" შესაჩერებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა.

"ვერ ვხედავ ვერცერთ მხარეს, რომელიც ამ გიჟური ომიდან სარგებელს იღებს. გენერლებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი არმია მძ**ნერია და როგორ იქნება კარგი არმია, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი მძ**ნერია, ჩაძირულია ნეპოტიზმში, მლიქვნელობასა და მონობაში". - წერს ტინკოვი.

მისი თქმით, რუსეთის მოსახლეობის 90% ომის წინააღმდეგია:

"კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ არა მხოლოდ ისინი ისინი, არამედ მათი შვილებიც ვერ წავლენ ხმელთაშუა ზღვაზე დასასვენებლად. ბიზნესმენები ცდილობენ მათი დარჩენილი ქონების გადარჩენას. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არიან დებილები, რომლებიც Z-ს ხატავენ, მაგრამ მათი რეალური რაოდენობა 10%-ია, რუსების 90% ამომის წინააღმდეგია. "კოლექტიურ დასავლეთს" ვთხოვ, მიეცით პუტინს მკაფიო გასასვლელი, რომ გადაირჩინოს სახე და შეწყვიტოს ეს ხოცვა-ჟლეტა. იყავით უფრო რაციონალურები და ჰუმანურები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S