Accentnews.ge
რუსულ სკოლებში პუტინის მიერ გაჩაღებულ ომზე გაკვეთილებს ჩაატარებენ

რუსულ სკოლებში პუტინის მიერ გაჩაღებულ ომზე გაკვეთილებს ჩაატარებენ

20/04/2022 13:23:20 მსოფლიო

1 სექტემბრიდან რუსულ სკოლებში ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღებაზე გაკვეთილებს ჩაუტარებენ. მოსწავლეებს აუხსნიან ომის „მიზნებსა და ამოცანებს“,– იუწყება რუსული "Интерфакс" რუსეთის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი კრავცოვის განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლეებს ამჟამადაც უყვებიან „გამანთავისუფლებელი ოპერაციის“ შესახებ, თუმცა ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ორგანიზება მოხდება.

„ასეთ საქმეს ნამდვილად ვაკეთებთ და „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისთანავე გავააქტიურეთ, რადგან ბავშვებს ჩვენი ქვეყნის შესახებ აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ყალბი, დეზინფორმაციის ტალღა დაატყდათ თავს. მსგავსი გაკვეთილების ორგანიზება 1 სექტემბრიდან - ჩვენ უკვე ვაკეთებთ ამ საქმეს“, – ციტირებს გამოცემა მინისტრს.

რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი გადაწყვეტილებას დანაშაულებრივს უწოდებს.

„ეს საშინელებაა! წარმოიდგინეთ, რა შხამით მოწამლავენ დაუცველ ტვინებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მაღალ კლასებში პატარა თავი მეტ–ნკლებად ფორმირებულია და აქვს შანსი, წინააამდეგობის გაწევის.

დაუცველ თავებზე მსგავსი ზეწოლა ნამდვილი დანაშაულია. შემიძლია, წარმოვიდგინო, რა იქნება [გაკვეთილები]. ეს საშინელებაა და სამწუხაროდ, მხოლოდ რეჟიმის სიკვდილის შემდეგ შეწყდება. მანამდე ისინი გააგრძელებენ მოსახლეობაზე წნეხს“,– განაცხადა თემის კომენტირებისას მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა და დასძინა, „ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პუტინმა ომი წააგოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინის მოგებაში. მერე მძიმე დრო დადგება“.

რუსეთი 24 თებერვლიდან ახორციელებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში და განურჩევლად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. მას შემდეგ, რაც რუსული ძალები კიევის შემოგარენში დაკავებული ქალაქებიდან გავიდნენ, ადგილზე არსებულმა სურათმა მსოფლიო შეაძრწუნა. ქუჩებში, სარდაფებში, კორპუსებში იპოვეს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, რომელთაც ძირითადად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები კეფის ან მკერდის არეში აღენიშნებოდათ. ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული. დაფიქსირდა ქალების გაუპატიურების და ჩამოხრჩობის ფაქტები. ძალადობის მსხვერპლთა შორის არიან მოზარდებიც.

ომის დანაშაულის ადგილებზე ამჟამად მათ შორის ფრანგი სპეციალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს მასობრივი სამარხების გახსნა და ცხედრების ექსპერტიზა სიკვდილის მიზეზების დასადგენად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S