"მსოფლიოში ფასების ზრდის მიზეზი პანდემია და პუტინია"
20/04/2022 13:17:28 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსოფლიოში ფასების ზრდის მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ასახელებს.
„მე ვიცი, რომ ოჯახები ჯერ კიდევ ებრძვიან მაღალ ფასებს. გავიზარდე ოჯახში, სადაც თუ გაზი ძვირდებოდა, ჩვენ ამას ვგრძნობდით. მოდით, აბსოლუტურად მკაფიოდ განვმარტოთ, რის გამო არის ფასები ახლა მაღალი: კოვიდისა და ვლადიმერ პუტინის გამო. უკრაინაში პუტინის ინტერვენციამ მთელ მსოფლიოში გაზისა და საკვების ფასების ზრდა გამოიწვია“, – აცხადებს ბაიდენი.
მისი თქმით, აშშ ფასების ზრდის შესაჩერებლად შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.


