Accentnews.ge
ტრამპმა ბოლტონის შემცვლელი დაასახელა

ტრამპმა ბოლტონის შემცვლელი დაასახელა

18/09/2019 16:24:34 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე ჯონ ბოლტონის შემცვლელად რობერტ ობრაიენის კანდიდატურა დაასახელა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

როგორც ტრამპი წერს, ობრაიენი ამ დროისთვის სახელმწიფო დეპარტამენტში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია მძევლების საკითხებში.

„მე დიდი ხნის განმავლობაში და შეუპოვრად ვმუშაობდი რობერტთან ერთად. მან შესანიშნავი სამუშაო გასწია!“ - წერს ტრამპი.

10 სექტემბერს ამერიკის პრეზიდენტმა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბოლტონის თანამდებობიდან გათავისუფლება იმ ინფორმაციის ფონზე განხორციელდა, რომელიც ტრამპის კაბინეტის მაღალჩინოსნების ხედვებში აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა თალიბების ამერიკაში მიწვევის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S