Accentnews.ge
„წმენდა“ დაიწყო: რუსეთის FSB-მ ლუგანსკის ე.წ. შს მინისტრი დააკავა“ – უკრაინული დაზვერვა

„წმენდა“ დაიწყო: რუსეთის FSB-მ ლუგანსკის ე.წ. შს მინისტრი დააკავა“ – უკრაინული დაზვერვა

20/04/2022 08:28:13 ევროპა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, მოსკოვმა წარუმატებლობის ფონზე, ე.წ. რესპუბლიკებში „წმენდა“ დაიწყო და დააკავა ლუგანსკის დე ფაქტო შს მინისტრი, გენერალ-მაიორი იგორ კორნეტი.

დაზვერვის ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად დონის როსტოვში, FSB-ს დაკავების ცენტრში იმყოფება.

როგორც დაზვერვა აღნიშნავს, დაკავების ფაქტმა „ძალოვანი სტრუქტურების“ და "რესპუბლიკის" პოლიტიკური ხელმძღვანელობის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან მომხდარს აფასებენ, როგორც ცვლილებების დასაწყისს ძალაუფლების ბლოკში.

უწყების ცნობით, სეპარატისტების ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, "ყველა ღონეს ხმარობს კორნეტის გამოსახსნელად და მის ძველ პოზიციაზე აღსადგენად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S