Accentnews.ge
გაერო - უკრაინაში ომს 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

გაერო - უკრაინაში ომს 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

20/04/2022 08:17:44 მსოფლიო

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, რუსეთის შეჭრის დღიდან 18 აპრილამდე პერიოდში უკრაინაში დაღუპული 2 072 მშვიდობიანი მოქალაქიდან 71 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 2 818 პირი, მათ შორის 155 ბავშვი.

მისი განცხადებით, მსხვერპლთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს, რადგან მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო დადასტურებულ ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S