![კიევში მამაკაცი ხიდის აფეთქებით იმუქრება [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/6253.jpg)
კიევში მამაკაცი ხიდის აფეთქებით იმუქრება [ფოტო]
18/09/2019 16:15:09 სხვა, მსოფლიო
კიევში მამაკაცი მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრება. უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კინოლოგები, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები და გამნაღმველები იმყოფებიან.

როგორც კიევის პოლიციის უფროსი აცხადებს, მამაკაცი, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე დადგენილი არაა, შეიარაღებულია, სამართალდამცველების მისამართით ისვრის და აფეთქებით იმუქრება.
მედია წერს, რომ მამაკაცს ლურჯი ბერეტი ახურავს და სამხედრო ფორმა აცვია. მას ასევე უკრაინის დროშა აქვს შემოხვეული.
პოლიციამ მომხდარს ტერაქტისთვის მზადების კვალიფიკაცია მიანიჭა. ავტომობილებისა და მატარებლების გადაადგილება ხიდზე შეჩერებულია.