Accentnews.ge
შარლ მიშელი კიევში იმყოფება

შარლ მიშელი კიევში იმყოფება

20/04/2022 07:33:24 მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში იმყოფება. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდა.

„დღეს კიევში. თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, – წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S