Accentnews.ge
თურქეთის ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

20/04/2022 07:23:19 მსოფლიო

თურქეთის ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა, – იუწყება თურქული მედია.

მისი ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავტობუსის მახლობლად დისტანციურად მართვადი ბომბი აფეთქდა.

აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S