
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
20/04/2022 07:18:07 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 232 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 117 პირი.
კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.20%.