Accentnews.ge
ნორვეგიამ უკრაინას "მისტრალის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გაუგზავნა

ნორვეგიამ უკრაინას "მისტრალის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გაუგზავნა

20/04/2022 07:12:14 მსოფლიო

ნორვეგიამ უკრაინას "მისტრალის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გაუგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.

მისი თქმით, 100 ერთეული "მისტრალი" უკრაინაში უკვე გაიგზავნა.

"ეს სისტემა არის ეფექტური იარაღი, რომელიც გამოიყენება საზღვაო თავდაცვაში და რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S