Accentnews.ge
„მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ჰუმანიტარული დერეფნით გამოყვანა შეთანხმდა“ - ვერეშჩუკი

„მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ჰუმანიტარული დერეფნით გამოყვანა შეთანხმდა“ - ვერეშჩუკი

20/04/2022 07:10:55 ევროპა

20 აპრილს უნდა გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან ბავშვების, ქალებისა და ასაკოვანი ხალხისთვის,– ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან დღეს გაიხსნება. მარიუპოლში შექმნილი კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ ამ მიმართულებით მივმართავთ დღეს ჩვენს ძალისხმევას.

ჩვენ შევძელით წინასწარ შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. შეკრება მარიუპოლში დღეს, 14:00 საათიდან დაიწყება.

კოლონა იმოძრავებს მარშრუტის გასწვრივ: მარიუპოლი - მანგუშ - ბერდიანსკი - ტოკმაკი - ორეხოვი - ზაპოროჟია“,– განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების კუთხით ვითარება რთულია, ამიტომ შესაძლოა, რიგი ცვლილებებიც განხორციელდეს.

„ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ყველაფერმა ისე იმუშაოს, როგორც საჭიროა“,– დასძინა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ზედიზედ სამი დღეა, ჰუმანიტარული დერეფნები ვერ შეთანხმდა, ხოლო მარიუპოლიდან ევაკუაცია 11 აპრილიდან ვერ ხერხდება. ქალაქი რუსულ ძალას აქვს ბლოკირებული.

BBC-ის ინოფორმაციით, ქალაქიდან, დაახლოებით, 6 000 ადამიანს გამოიყვანენ - მომზადებულია 90 ავტობუსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S