Accentnews.ge
ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გერმანიაში მიმავალი მატარებელი საქართველოზეც გაივლის

ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გერმანიაში მიმავალი მატარებელი საქართველოზეც გაივლის

20/04/2022 07:01:40 მსოფლიო

ჩინეთმა გერმანიისკენ სარკინიგზო მარშრუტი აამოქმედა. მისი მეშვეობით მატარებლები გერმანულ ქალაქ მანჰეიმამდე რუსეთის გვერდის ავლით ჩააღწევენ.

„პირველი მატარებელი, რომელიც 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გერმანიის ქალაქ მანჰაიმისკენ დაიძრა, გადაიტანს ტანსაცმელს, სპორტულ ინვენტარსა და სხვა საგნებს. მატარებელი ყაზახეთის პორტ აქტაუმდე მივა, შემდეგ ტვირთს კასპიის ზღვის გავლით ბორნით გადაიტანენ ბაქომდე და შემდეგ ისევ რკინიგზით საქართველოში, ფოთის პორტში. ფოთის პორტიდან ტვირთს ისევ ბორნით გადაიტანენ რუმინეთის საპორტო ქალაქ კონსტანცაში, შემდეგ ის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით, ისევ რკინიგზით ჩავა გერმანიაში“, – იუწყება გამოცემა „რეილ ფრეითი“.

როგორც საერთაშორისო ლოჯისტიკის კომპანია «ჟუიანში» აცხადებენ, ამიერიდან გადაზიდვების ეფექტურობა გაიზრდება, ხოლო ხარჯები შემცირდება.

«ეს მარშრუტი ჩვენს კომპანიას საშუალებას აძლევს, ბოლო დროს მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში ექსპორტი ვაწარმოოთ», — განაცხადა კომპანიის მენეჯერმა ჯა მინმა.

ცნობისთვის: აშშ-მა უკვე რამდენჯერმე გააფრთხილა რიგი ქვეყნები, მათ შორის ჩინეთიც, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ხელი არ შეუწყონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S