პენტაგონის წარმომადგენელი: "უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მარშრუტებზე თავდასხმის შემთხვევაშიც კი რუსეთი ტვირთების შეჩერებას ვერ შეძლებს"
20/04/2022 06:31:03 მსოფლიო
შეერთებულ შტატებში არ გამორიცხავენ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მარშრუტებზე რუსულ თავდასხმას, რათა მოსკოვმა შეაფერხოს აშშ–ისა და პარტნიორების მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პროცესი, – იუწყება CNN პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
"რუსული ძალები შეიძლება, შეეცადონ ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო გზების განადგურებას, რომლებიც გამოიყენება იარაღისა და სხვა მარაგების ქვეყანაში გადასატანად. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსებმა ამ მარშრუტებზე დარტყმა წარმატებით განახორციელეს, ისინი მაინც ვერ შეძლებენ ტვირთების სრულად შეჩერებას, რადგან ძალიან ბევრი გადაზიდვა მიმდინარეობს", – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს.


