Accentnews.ge
პოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე, 10 000 დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მიიღოს

პოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე, 10 000 დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მიიღოს

20/04/2022 06:09:47 მსოფლიო

პოლონეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე, 10 000 დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მიიღოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ლვოვში ვიზიტისას განაცხადა.

"ჩვენ უკვე ვიღებთ და ვმკურნალობთ დაჭრილ ჯარისკაცებს უკრაინიდან. მზად ვართ, მივიღოთ მინიმუმ, 10 000 ჯარისკაცი საჭიროების შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინელი სამხედროები განვკურნოთ. ჩვენი საავადმყოფოები ამისთვის მზად არიან", - განაცხადა მორავეცკიმ.

ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S