„აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მორიგ ულტიმატუმს დანებებაზე კვლავ უარით უპასუხეს
20/04/2022 05:50:41 მსოფლიო
„აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მორიგ ულტიმატუმს დანებებაზე კვლავ უარით უპასუხეს.
რუსეთის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი ირწმუნება, უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც 20 აპრილს, მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებების წინადადებას მიიღებენ, სიცოცხლის, უსაფრთხოების და სამედიცინო დახმარების გარანტია ექნებათ.
მანამდე, ასეთი ულტიმატუმი ოკუპანტმა ქვეყანამ მარიუპოლის მცველებს უკვე ორჯერ წაუყენა, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.
კიევის ცნობით, ჯარისკაცების გარდა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფებიან.


