Accentnews.ge
"აზოვის" ოფიცერი – მსოფლიო ლიდერებს: "გადაგვიყვანეთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და უზრუნველყავით ჩვენი უსაფრთხოება"

"აზოვის" ოფიცერი – მსოფლიო ლიდერებს: "გადაგვიყვანეთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და უზრუნველყავით ჩვენი უსაფრთხოება"

20/04/2022 05:44:47 მსოფლიო

"აზოვის" 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება, მსოფლიო ლიდერებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

„შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გვქონდეს დარჩენილი. მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. მოგმართავთ, რომ გადაგვიყვანოთ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება", – განაცხადა ვოლინამ.

უკრაინელი ოფიცრის თქმით, ჯარისკაცების გარდა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი რუსული ძალების ალყაშია. მოსკოვმა ქალაქის მცველებს დანებება რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S