ბაიდენი ამბობს, რომ არ იცის, გაემგზავრება თუ არა უკრაინაში
19/04/2022 21:04:54 მსოფლიო
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მან არ იცის, გაემგზავრება თუ არა უკრაინაში.
"პასუხი არის - არ ვიცი",– უპასუხა კითხვას ბაიდენმა და დასძინა, "მე უკრაინაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, თუმცა ბოლო დროს იქ არ ვყოფილვარ".
მანამდე თემის კომენტირებისას თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა: "ბაიდენი უკრაინაში წასასვლელად მზადაა, მაგრამ ჩვენ არ ვგზავნით".
CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის ფიქრობს, რომ ბაიდენი უკრაინაში ჩავა:
"ვფიქრობ, ის ჩამოვა. ეს, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია და დამოკიდებულია უსაფრთხოების საკითხზე, თუმცა ის შეერთებული შტატების ლიდერია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ის აქ უნდა ჩამოვიდეს, რათა ყველაფერი ნახოს".


