Accentnews.ge
„უკრაინელები დონბასში რუსეთის შეტევის მრავალ მცდელობას იგერიებენ“ - ბრიტანული დაზვერვა

„უკრაინელები დონბასში რუსეთის შეტევის მრავალ მცდელობას იგერიებენ“ - ბრიტანული დაზვერვა

19/04/2022 20:22:28 ევროპა

რუსული ძალის მხრიდან დაბომბების და დარტყმების სიხშირე დონბასში, კონტროლის ხაზის გასწვრივ იზრდება, ამასთან, უკრაინელებმა მოიგერიეს რუსული ჯარების მრავალი შეტევის მცდელობა,– ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მიმოხილვაში, რომელიც სამშაბათს საღამოს გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პროგრესის შესაძლებლობებზე კვლავ გავლენას ახდენს ეკოლოგიური, ლოჯისტიკური და ტექნიკური გამოწვევები, რომლებსაც ისინი აქამდე აწყდებოდნენ მაღალმოტივირებული უკრაინელი სამხედროების გამძლეობასთან ერთად:

„მარიუპოლში თავდაცვითი ძალების გატეხვის კუთხით რუსეთის წარუმატებლობამ და მისმა უწესრიგო თავდასხმებმა, რომლებმაც ზიანი მიაყენა ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას, მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ჯარები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ თავიანთი მიზნების მიღწევას ისე სწრაფად, როგორც სურთ“.

ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ მარიუპოლის ჯიუტი წინააღმდეგობა უქმნის პრობლემებს რუსეთის ჯარებს სხვა ოპერაციულ რაიონებშიც.

უკრაინული მხარის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დონბასის ცაზე ჩამოაგდეს ერთი სუ-34, ერთი კა-52, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი საკრუიზო რაკეტა. ასევე, მოიგერიეს 10 თავდასხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S