
უკრაინის შეიარაღებული ძალები სამი თავდასხმის მოგერიებისა და ოკუპანტების დანაკარგების შესახებ იუწყება
19/04/2022 19:16:34 ევროპა
19 აპრილს ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „სხიდის“ პასუხისმგებლობის ზონაში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მტრის 3 თავდასხმა, - იუწყება ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება.
მათი ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაჯგუფებამ გაანადგურა:
- პერსონალი - 30,
- ტანკები - 2,
- BTR / BMP - 8,
- საავტომობილო ტექნია - 2,
- ვერტმფრენი - 1.
მანამდე უკრაინის გენშტაბ იუწყებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის შედეგად ოკუპანტები დონეცკის ოლქის მარინკადან განდევნეს.
უკრაინის გენშტაბის 19 აპრილის მონაცემებით, რუსულმა ძალამ დაკარგა დაკარგეს 20 800 სამხედრო, 2 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა, თითქმის 170 თვითმფრინავი, 150-ზე მეტი ვერტმფრენი და 380-ზე მეტი საარტილერიო სისტემა.