
ჩეხეთი ომში დაზიანებულ უკრაინულ ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს შეაკეთებს
19/04/2022 18:58:57 ევროპა
ჩეხეთი დათანხმდა საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული უკრაინული ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შეკეთებაზე,– ინფორმაცია ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ BBC-ს დაუდასტურა.
მინისტრის თქმით, პირველი იქნება უკრაინული T-64 ტანკები, შემდეგ მას მოჰყვება ქვეითი საბრძოლო მანქანები.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც უკრაინამ მსგავსი თხოვნით მიმართა.
გამოცემა Seznam იტყობინება, რომ მანქანების შეკეთება ასევე მოხდება სლოვაკეთში.
ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას ტანკები - T-72, ასევე BMP-1 ქვეითი საბრძოლო მანქანები მიაწოდა.
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს უკრაინაში მიწოდების მოცულობისა და ტიპის დაზუსტებაზე, თუმცა ადასტურებს, რომ ქვეყანა აგზავნის როგორც მსუბუქ, ისე მძიმე იარაღს და გააგრძელებს ამას, მიუხედავად რუსეთის უკმაყოფილებისა.