Accentnews.ge
„აშშ უკრაინაში მეტ არტილერიას გაგზავნის“ – ბაიდენი

„აშშ უკრაინაში მეტ არტილერიას გაგზავნის“ – ბაიდენი

19/04/2022 18:43:18 მსოფლიო

შეერთებული შტატები უკრაინაში მეტ არტილერიას გაგზავნის, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს სამშაბათს, მოკავშირე ლიდერებთან საუბრის შემდეგ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ უკრაინაში მეტი არტილერიის გაგზავნას, ბაიდენმა უპასუხა: “დიახ“.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალისა და სხვა სამხედრო დახმარების მიწოდებას.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების მიწოდება უკრაინაში უკვე დაიწყო. მათ შორის ეს მძიმე იარაღს ეხება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S