
"ვლადიმირ პუტინის სცენარი არ იცვლება: ჩეჩნეთის „ფილტრაციის“ ბანაკებში იგივეს აკეთებდა“– უკრაინაში აშშ–ის საელჩო
19/04/2022 18:21:03 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ოკუპირებული ქალაქების მოსახლეობის წინააღმდეგ სჩადის იგივეს, რასაც ჩეჩნეთში აკეთებდა დაპყრობითი ომის დროს – ისინი დასცინიან მშვიდობიან მოსახლეობას „ფილტრაციის“ ბანაკებში,– აცხადებს უკრაინაში აშშ–ის საელჩო.
18 აპრილის მდგომარეობით, რუსი დამპყრობლები მანგუ-ნიკოლსკოე-იალტის ხაზის გასწვრივ "ფილტრაციის" ბანაკებში სულ მცირე 27 000 ადამიანს ჰყავდათ; მარიუპოლის სამხრეთ-დასავლეთით – სულ მცირე 20 000 ადამიანი, კიდევ 5000-დან 7000-მდე – დონეცკის ოლქის სოფელ ბეზიმიანის მახლობლად. როგორც ცნობილია, მათ იძულებით უპირებენ რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანას.
ამის გათვალისწინებით, აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი აგრძელებს თავის სტილში მოქმედებას და რომ ასე ეპყრობოდა ჩეჩნეთის მოსახლეობას:
"ვლადიმირ პუტინის სცენარი არ იცვლება. ჩეჩნეთის „ფილტრაციის“ ბანაკებში რუსეთი ასევე სცემდა, აწამებდა და სიკვდილით სჯიდა მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას."