Accentnews.ge
მედვედევი: "რუსეთი NATO-ს მხრიდან შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის უნდა მოემზადოს"

მედვედევი: "რუსეთი NATO-ს მხრიდან შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის უნდა მოემზადოს"

19/04/2022 18:05:50 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან NATO-ს ძალების მობილიზება აღარ არის მხოლოდ მსჯელობის საგანი და მოსკოვი შესაძლო აგრესიული ქმედებებისთვის მზად უნდა იყოს.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ NATO-ს გაფართოების მცდელობაზე ვსაუბრობთ. ეს აღარ არის მხოლოდ მსჯელობის საგანი, ეს არ არის სტანდარტული მუქარა. ჩვენ NATO-ს მხრიდან სავარაუდო აგრესიულ ქმედებებს მზად უნდა დავხვდეთ", - ციტირებს მედვედევს რუსული გამოცემა.

მისი თქმით, დღევანდელ დაძაბულ გარემოში სახელმწიფოს დაცვაში განსაკუთრებულ როლს როგორც სამეცნიერო, ისე ტექნოლოგიური სფერო ასრულებს. საუბარია ინოვაციურ განვითარებასა და მოწინავე კვლევებზე, რომლებიც მიზნად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ისახავს:

"რა თქმა უნდა, ტექნიკა თავად ვერ წარმოიქმნება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა სანქცირებულია. ტექნიკის შექმნით სპეციალისტები არიან დაკავებულები, რომლებიც უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში სწავლობენ. ეს არამხოლოდ ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის, არამედ სახელმწიფოს გადარჩენის საკითხია".

მანამდე NATO-ს გენმდივანმა იანს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსი "ფუნდამენტური ტრანსფორმაციის შუაგულშია", რომელიც პუტინის ქმედებების გრძელვადიან შედეგებს ასახავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S