Accentnews.ge
SBU-ს ახალი ჩანაწერი: ოკუპანტი დედას ვერ აჯერებს, რომ უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ

SBU-ს ახალი ჩანაწერი: ოკუპანტი დედას ვერ აჯერებს, რომ უკრაინაში ბავშვებს ხოცავენ

19/04/2022 17:17:08 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახური მორიგ ფართულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც სავარაუდოდ, რუსული ძალის წარმომადგენლის ოჯახის წევრთან კომუნიკაციას ასახავს. კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით სამხედრო დედას უამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს და ბავშვებს ხოცავენ, მაგრამ დედას არ სჯერა.

„შვილო, საბრძოლო განწყობა არ დაკარგო. შენ უნდა გენახა, ისინი რას სჩადიან. იცი, თქვენ დიდებულ საქმეს აკეთებთ! ეს დაიხსომე და სხვებსაც გადაეცო“,– მიმართავს ქალი სავარაუდოდ, რუს სამხედროს, რომელიც ქალის პათოსს პასუხობს, "ჩვენ რას ვაკეთებთ? ჯანდაბა, მოქალაქეებს და ბავშვებს ვკლავთ!".

"არა, მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს არ კლავთ!... ფაშისტებს კლავთ! დამიჯერეთ და ყველაფერი შეწყვიტე“,– პასუხობს ქალი.

როგორც უშიშროების სამსახური აღნიშნავს, პროპაგანდისტურმა მედიამ იმდენად მოახდინა მოქალაქეების ზომბირება, რომ მათ საკუთარი შვილებისაც არ სჯერათ და არც გასაკვირია, თუ რატომ უჭერს რუსების 70%–მდე მხარს პუტინის ომს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S