Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალები მარინკაზე კონტროლის აღდგენის შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებული ძალები მარინკაზე კონტროლის აღდგენის შესახებ იუწყება

19/04/2022 16:41:10 ევროპა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს და დონეცკის ოლქის მარინკაზე კონტროლი აღადგინეს.

„დონეცკის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მახლობლად ჩვენი ჯარების კონტრშეტევის შედეგად მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია. თავდაცვის ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი ამ დასახლებაზე“,– იუწყება გენშტაბი.

ამასთან, გენტაბის ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით ოკუპანტები ნაწილობრივ ბლოკავენ ქალაქ ხარკოვს, ჰქონდათ წინსვლის მცდელობა იზიუმის სამხრეთით, თუმცა წარუმატებლობის შემდეგ მანამდე დაკავებული პოზიციებისკენ დაიხიეს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბრძოლა გრძელდება ალექსანდროვკას მიდამოებში, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე:

„ოკუპანტები ცდილობდნენ უკრაინელი დამცველები ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან გამოიყვანონ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

საომარი მოქმედებების შედეგად რუსები პერსონალის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან. დანაყოფებისა და ქვედანაყოფების შევსების დაჩქარების მიზნით, რუსები დებენ მოკლევადიან კონტრაქტებს – 3 თვის ან მეტი ვადით და გაამარტივეს ფსიქოფიზიკური ტესტები. თუმცა, სასურველი შედეგი ვერ მიიღეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S