
რუმინეთი კანონს ცვლის და უკრაინაში იარაღის გაგზავნას აპირებს – მედია
19/04/2022 16:19:21 ევროპა
რუმინეთი უკრაინას იარაღს საკუთარი რეზერვებიდან გადასცემს,– ამის შესახებ Romania Libera იუწყება.
თუმცა, გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი გახდება რუმინეთის კანონმდებლობის შესწორებით. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო განკარგულების პროექტი მოამზადა, რომელმაც უნდა შეცვალოს მთავრობის 122/1998 დადგენილებას. 122-ე დადგენილება არეგულირებდა „ეროვნული თავდაცვის ძალების საკუთარი რეზერვების დაგროვებას, გაყვანას და განახლებას“.
პროექტის ტექსტში ნათქვამია, რომ „ეს აუცილებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის კონტექსტში“. ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ რუმინეთს შეეძლება სამხედრო რეზერვებიდან პროდუქციის მიწოდება მოკავშირე თუ პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.
უკრაინამ მოუწდა ნატო–ს ქვეყნებს, გადასცენ და მიჰყიდონ იარაღი.