
ფინეთმა უკრაინაში დამატებითი სამხედრო დახმარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო
19/04/2022 16:05:35 ევროპა
ფინეთის პრეზიდენტმა მთავრობის წინადადების საფუძველზე, უკრაინაში დამატებითი სამხედრო დახმარების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო,– ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტრო არ ავრცელებს დეტალებს დახმარების, მიწოდების მეთოდებისა და დროის შესახებ, რათა უზრუნველყოს ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მისვლა.
როგორც განიმარტა, ფინეთის დამატებითი დახმარება ითვალისწინებს როგორც უკრაინის საჭიროებებს, ასევე ფინეთის თავდაცვის ძალების რესურსულ მდგომარეობას.
ომის დაწყების შემდეგ ფინემა შეცვალა მრავალწლიანი პოლიტიკა საომარ ზონებში იარაღის არგაგზავნის თაობაზე და უკრაინის მხარდაჭერა გადაწყვიტა.
გარდა ამისა, ფინეთი უარს ამბობს ნეიტრალიტეტზე და ნატო–ს წევრობისთვის ემზადება.