Accentnews.ge
უკრაინაში სეპარატისტების ცნობილი მეთაური მიშა "ჩეჩენი" მოკლეს

უკრაინაში სეპარატისტების ცნობილი მეთაური მიშა "ჩეჩენი" მოკლეს

19/04/2022 15:55:04 ევროპა

უკრაინის სეპარატისტული რეგიონის ლუგანსკის არმიის მე-11 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ კიშიკი, მეტსახელად მიშა „ჩეჩენი“ მოკლეს - ამის შესახებ ლუგანსკის ე.წ. მთავრობის მეთაური სერგეი კოზლოვი იუწყება.

როგორც ცნობილია, ის აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული რუსული შეტევის დროს ქალაქ კრემენნაიასთან ბრძოლაში დაიღუპა.

კრემენნაია არის ქალაქი ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ შეტევას უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.

მიშა "ჩეჩენი" ცნობილი გახდა 2014 წელს, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ბატალიონს პრორუსი სეპარატისტების მხარეს. მის ქვედანაყოფს არაერთხელ დასდეს ბრალი ბატალიონის მიერ დაკავებული ტერიტორიებზე ჩადენილ ძარცვაში. 2016 წელს, როდესაც დონბასში ვითარება შედარებით სტაბილური იყო, „ნოვაია გაზეტამ“ გამოძიების დროს ვიცე-პოლკოვნიკი კიშიკი დაასახელა, როგორც კონტრაბანდისტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S