Accentnews.ge
SBU FSB-ს აგენტების და ე.წ. "მინისტრის" დაკავების შესახებ იუწყება

SBU FSB-ს აგენტების და ე.წ. "მინისტრის" დაკავების შესახებ იუწყება

19/04/2022 14:25:45 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში უწყებამ მტერთან თანამშრომლობაში ამხილა რკინიგზის ორი თანამშრომელი, გაანეიტრალა FSB-ს აგენტების "მძინარე ჯგუფი" დნეპროპეტროვსკის რეგიონში და დააკავა ოკუპირებული ყირიმის "ოფიციალური პირი".

კერძოდ, SBU–ს ცნობით, დონეცკის რკინიგზის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს, რომელსაც ოკუპანტების მხრიდან დავალებული ჰქონდა უკრაინელ სამხედროებზე, მათი ტექნიკისა და საგუშაგოების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;

ამასთან, კიევში დაიჭირეს უკრზალიზნიცის ცენტრალური აპარატის თანამშრომელი, რომელიც SBU–ს ცნობით, აქტიურად ავრცელებდა რუსულ პროპაგანდას: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ის კოლეგებს მოუწოდებდა, მხარი დაეჭირათ აგრესორისთვის და მათ მასობრივად უგზავნიდა მტრის პროპაგანდისტულ შეტყობინებებს. ხოლო ირპენის, ბუჩასა და ვორზელის დროებითი ოკუპაციის დროს, ოკუპანტებს ძარცვაში ეხმარებოდა.

გარდა ამისა, SBU-ს მონაცემებით, დნეპერში დააკავეს სამი ადგილობრივისგან შემდგარი FSB-ს აგენტების დივერსიული ჯგუფი, რომლებიც დივერსიულ და სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებდნენ. დაკავებულებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ მათი ჯგუფი შეიქმნა ჯერ კიდევ 2015 წელს, თუმცა ჯგუფი არ იყო აქტიური და დროდადრო ასრულებდნენ FSB-ის გარკვეულ მითითებებს.

ოპერაცია ჩატარდა ლვოვის რეგიონშიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა დროებით ოკუპირებული ყირიმის ერთ-ერთი „მინისტრი“ , რომელმაც წვლილი შეიტანა ნახევარკუნძულზე რუსული საოკუპაციო ხელისუფლების ჩამოყალიბებაში. მან საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რუსი სამხედროების დანაშაულებს. ქალის თქმით, ის "ლვოვში ოჯახური მიზეზების გამო ჩავიდა" და არ ელოდა, რომ მისი ვინაობა გამჟღავნდებოდა.

ამასთამ SBU ლუგანსკის რეგიონში აგენტის დაკავების შესახებ იუწყება, რომელიც რუსეთმა ომამდე ერთი კვირით ადრე გაგზავნა უკრაინაში. ის რუსეთში პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებული იყო და დავალების მიხედვით, უნდა შეესრულებინა სადაზვერვო სამუშაოები გარკვეულ ტერიტორიაზე და გადაეღო უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S