
უკრაინის დაზვერვა: "რუსეთი ბელარუსში შეჭრასა და ქვეყნის დაკავებას გეგმავდა"
19/04/2022 14:07:35 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში შეჭრასა და ტერიტორიის დაკავებას გეგმავდა, რისთვისაც 1-ელ სატანკო არმიას ამზადებდნენ.
როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეჭრის გეგმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ შეადგინეს, რათა ჩაეხშოთ სახალხო პროტესტი. საუბარია 2020 წელზე.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ბელარუსის ოკუპაცია იგეგმებოდა ევროპის რეგიონში ან NATO-ს მოკავშირეებთან ფართომასშტაბურ ომში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობის თავიდან აცილების საბაბით.
უკრაინის დაზვერვას ერთ-ერთ მტკიცებულებად მოჰყავს 1-ელი სატანკო არმიის სამხედროების გადაჯგუფების გეგმები.