მარკ რუტე: "ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას გაუგზავნის"
19/04/2022 13:54:43 მსოფლიო
ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრ მარკ რუტე აცხადებს, რომ ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.
"ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას გაუგზავნის", – განაცხადა რუტემ.
პრემიერმა კიევის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, "რადგან რუსეთი ახალ შეტევას იწყებს".
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან რუტეს დონბასში სიტუაციის გამწვავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ნიდერლანდებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა.


