პუტინი ბენეტისგან იერუსალიმში მდებარე ეკლესიაზე კონტროლის გადაცემას ითხოვს
19/04/2022 13:43:32 მსოფლიო
რუსეთი ისრაელისგან იერუსალიმში არსებული ალექსანდრეს მამულზე კონტროლის მისთვის გადაცემას ითხოვს,– ამის შესახებ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მიერ ისრაელის პრემიერ–მინისტრ ნაფთალი ბენეტისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაფიდმა რუსეთის უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაუა, რასაც მოსკოვის კრიტიკა მოჰყვა.
ალექსანდრეს მამული რუსეთის იმპერიის მფლობელობაში იყო მაშინ, როცა ამ ტერიტორიას ოსმალთა იმპერია აკონტროლებდა. აქ მდებარეობს წმ. ალექსანდრე ნევსკის ეკლესია.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ რუსეთს ალექსანდრეს მამულის გადაცემას ისრაელის წინა მთავრობა დაჰპირდა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ტაძრის მფლობელობის რუსეთისთვის გადაცემამ შესაძლოა, ისრაელისთვის დასავლეთთან დიპლომატიური სირთულეები წარმოშვას.
მას შემდეგ, რაც რუსეთში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ისრაელის მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ისრაელის ყოფილი პრემიერი 2020 წელს პუტინს ხსენებულ ტერიტორიაზე კონტროლის გადაცემას დაპირდა. თუმცა, ბოლო წლებში ეკლესია ეკუთვნოდა „მართლმადიდებელი პალესტინელების საზოგადოებას წმინდა მიწაზე“, რომელთაც ნეთანიაჰუს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მოსამართლემ ეკლესიის რუსეთისთვის გადაცემის პროცესი ამ მიზეზით შეაჩერა და განაცხადა, რომ პრობლემა ახალმა პრემიერმა უნდა გადაჭრას, რადგან ეს საკითხი დიპლომატიური სახისაა.


